,,გაზაფხულის დღესასწაულები" პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემა:   ,,გაზაფხულის დღესასწაულები”      ავტორი: თამარ აქირთავა
სახელი და გვარი
თამარ აქირთავა
რაიონი                                
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
სკოლა 

სსიპ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
ქალაქი
წალენჯიხა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება 
 ,,გაზაფხულის დღესასწაულები,, (დედის დღე, დედაენის ხარება)


v  ,,გაზაფხულდა“ (კედელზე კუთხის მოწყობა.)
v  გაზაფხულის ყვავილების გამოფენა.
v  დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო: ,,მიყვარხარ დედა...“
v  დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,ენა, დედა ერისა!“
v  ხარების დღესასწაული. ( მინი ლექცია)
v  სოფლის ტაძარში გასვლა.
v  ,,აყვავებული ტყე-ველი,, (პიკნიკი)


თემის შინაარსი

მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შევარჩევ რამდენიმე გაზაფხულის დღესასწაულს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე დავგეგმავ სხვადასხვა შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს.პპროეტში თითოეული მოსწავლე აქტიურად იქნება ჩართული, რაც დაეხმარება მათ მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაში.მოსწავლეები ინდივიდუალურად,წყვილებში და გუნდურად იმუშავებენ სხვადასხვა აქტივობებში,გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ-ჩვევები.
საგანი
ბუნების, ხელოვნებისა და ქართულის ინტეგრირება.
ბუნების, ხელოვნებისა და ქართულის ინტეგრირება.
(ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების აღწერა.დედა ენის ისტორიის შესწავლა,შემოოქმედებითი საღამოების მოწყობა.
დონე/კლასი  

დაწყებითი საფეხური
II კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
 1  თვე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ.4. მოსწავლეს შეუძლია აქტიურიი ლექსიკისა და  ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ბუნ.4 მოსწავლეს შეუძლია სეზონური ცვლილებების აღწერა.
ხელ.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

 მოსწავლეები შეისწავლიან:
·         დამოუკიდებელ და გუნდურ მუშაობას.
·         დედა ენის ისტორიას
·         ბუნებაში მიმდინარე ცვლილებეს.
·         ქრისტიანული ღესასწაულების არსს.
განუვითარდებათ:
·         მრავალმხრივი ინტელექტი
·         შემოქმედებითი და სოციალური უნარები.
·         დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები    
რამდენი დრო აქვს წელიწადს?
ზოგადი კითხვა
რომელ მეფეს უკავშირდება ქართული ანბანის შექმნა?

თემატური კითხვები
რატომ აღნიშნავს საქრისტიანო ხარების დღესასწაულს?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ყვავილები და ფრინველია გაზაფხულის მახარობელი?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ვ-მ-ვ ცხრილი

მოლოდინების რუკის შევსება

დავალებების შესამოწმებლად პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ინდივიდუალური მუშაობის მონიტორინგი.
წამახალისებელი კომენტარი.
ვმვ ცხრილი.
შეჯამება-შეფასება,საკლასო დისკუსია.კითხვა-პასუხი.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს შევთავაზებ ბარათებს სადაც დაწერილი იქნება კითხვები,რითაც გავიგებ მათი ცოდნის დონეს  და ინტერესებს. შემდეგ გამოვიყენებ სხვადასხვა სტანდარტულ ინსტრუმენტებს და შეფასებას მოვახდენ თითოეული აქტივობის ( პრეზენტაცია, საშინაო დავალება, აქტიურობა-ჩართულობა, დასრულებისთანავე.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები  ( წინარე ცოდნა)
მოსწავლეს შეუძლია, მოსმენა, კითხვა, მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ჯგუფური მუშაობის წესები,ინდივიდუალური მუშაობა,მარტივი დავალების შესრულება დამოუკიდებლად, მოსმენილი ინფორმაციის დახარისხება.
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
v  პირველი  კვირა
პროექტის  დაწყებამდე მოსწავლეებს დავურიგებ ბარათებს სადაც დაწერილია გაზაფხულის დღესასწაულები და ავარცევინებ სამ მათგანს,რომლის აღნიშვნასაც ისურვებდნენ.ასევე კითხვარის საშუალებით გავიგებ რა ცოდნას ფლობენ აღნიშნულ დღესასწაულებთად დაკავშირებით.
v  მეორე კვირა
გავახსენებ გაზაფხულის თვეებს და მოვაწყობთ კედლის გაზეთს სახელწოდებით: ,,გაზაფხულდა“
მოსწავლეებს დავურიგებ ყველა საჭირო რესურსს და მოამზადებენ დედებისთვის მისალოც ბარათებს და აპლიკაციიებს.შეარცევენ ლექსებსა და სიმღერებს დედის დღის აღსანიშნავად.
მოვაწყობთ გაზაფხულის ყვავილების გამოფენას.
v  მესამე კვირა
მოსწავლეებს მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით.ჩავატარებ მინი ლექციას.გავიყვან მოსწავლეებს სოფლის ტაძარში წირვა-ლოცვაზე.(კლასში ყელა მოსწავლე ქრისტიანია)
v  მეოთხე კვირა

მოსწავლეებს გავიყვან  სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე,მოვაწყობთ პიკნიკს,გაუშვებთ გემებს და გავატანთ სურვილების ბარათს.დაათვალიერებენ აყვავებულ ტყეს,ყურს მიუგდებენ ფრინველებს,დაანთენებ კოცონს.
მოვაწყობ საკლასო დისკუსიას, საადაც შევაჯამებთ ყველა განხორციელებულ აქტივობას.
სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.





დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეს დავეხმარები იმ დავალებების შესრულებაში, რაც მას დამოუკიდებლად არ შეუძლია ( ქაღალდის კალათის, ჰერბარიუმის გამზადება, შეოდგომის ფოტოს გადაღებბა. პრეზენტაციას გავაკეთებინებ მარტივად, რამდენიმე წინადადებით, დამხმარე კითხვების მეშვეობით.


არაინგლისურენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
კლასში არ არის ასეთი მოსწავლე


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
კლასში არ არის ასეთი მოსწავლე
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
საბავშვო მწერლების ლექსები, ქართულისა და ბუნების სასწავლო სახელმძღვანელოები,
ესგ. მასწავლებლის წიგნი.საბავშვო ბიბლია.

ინვენტარი/მასალები
მარკერები, თაბახის ფურცლები, წებო, სტეპლერი, ფერადი ქაღალდები, ფერადი სტიკერები, ფორმატი,  სასწავლო სახელმზღვანელოები, კასგარეშე სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, ფოტოკამერა.პროექტორი.ასანთი.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
 ზურგჩანთები, საგზალი, მოწვეული სტუმრები, მშობლები, სხვა მოსწავლეები.














Комментарии